სტინგმა ახალი სიმღერა „Don’t Make Me Wait“ გამოუშვა, რომელიც იამაიკელ რეგის შემსრულებელთან, შაგისთან დუეტს წარმოადგენს.
პრემიერა მუსიკოსების ერთობლივი დისკის ნაწილი გახდება, რომელმაც სახელწოდება „44/876“ მიიღო და მისი რელიზი 20 აპრილს შედგება.
შეგახსენებთ, რომ სტინგის უკანასკნელი სოლო ალბომი „57th & 9th“ გაყიდვაში 2016 წლის ნოემბერში გამოვიდა. აშშ-ში მან უკეთესი რეზულტატი აჩვენა, ვიდრე ვარსკვლავის სამშობლოში, დიდ ბრიტანეთში.