ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორში პრობლემები შექმნა. დაიტბორა ქუჩები.
არსებული ინფორმაციით, დატბორილია კერძო სახლების სარდაფებიც.
უხვი ნალექის გამო, გორი-ტინისხიდის გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო.
მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის ბრიგადები და მიმდინარეობს ამოტუმბვის სამუშაოები.
ასევე, დღეს მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა მიმდებარე მუნიციპალიტეტებში.
ამ დროისთვის უცნობია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის მოცულობა.