ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერმა სეტყვამ სოფელი არგოხი, მაღრაანი და ფიჩხოვანი დააზარალა.
ძირითადად დაზიანებულია ვენახები და სხვადასხვა მარცვლეული კულტურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და ახლაც უამინდობაა.
სტიქიამ პრობლემები შექმნა საგარეჯოში და გურჯაანშიც. ძლიერმა ქარმა ხეები წააქცია, ხოლო უხვმა ნალექმა ცენტრალური გზის ნაწილი დატბორა.
გზაზე ავტომობილებით გადაადგილება რამდენიმე წუთით შეფერხდა. ადგილზე შესაბამისი ტექნიკა უკვე მუშაობს.