LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტივ მილერი ემინემის ახალ სიმღერაში მისი საკულტო ჰიტის სემპლის გამოყენებას გამოეხმაურა

155
Slim-Shady-Steve-Miller-Houdini

31 მაისს, ემინემმა მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლი – Houdini გამოუშვა. სიმღერაში რეპერმა Steve Miller Band-ის 1982 წლის კლასიკური ჰიტის – Abracadabra სემპლი გამოიყენა.

აღსანიშნავია, რომ ჯგუფის დამფუძნებელი და ვოკალისტი, სტივ მილერი ამ ფაქტს ,,იქსზე’’ გამოქვეყნებული პოსტით გამოეხმაურა და ემინემს მადლობა გადაუხადა.

ემინემი მუსიკალურ კარიერას ასრულებს – რეპერმა ახალი სიმღერის გამოსვლა დააანონსა

,,არსებობს მოთხრობების, პოეზიის, ლექსებისა და მუსიკალური ფესვების გრძელი ჯაჭვი, რომლებიც სამყაროს კულტურებსა და თაობებს ასობით წელია შთააგონებენ. ყველა ამ ფიქრის, მუსიკისა და რიტმის ხაზში არიან განსაკუთრებული ხელოვანები, რომლებიც ასიმილირებენ ამ ყველაფერს და ქმნიან ახალ ორიგინალურ იდეებს საკუთარი გრძნობებითა და გამოცდილებით. შენ ხარ ერთ-ერთი იმ უბერებელი შემქმნელთაგანი, რომელიც აშენებს რაღაც ახალს ორიგინალური არტისტების ხანგრძლივ მუსიკალურ მემკვიდრეობაზე.

არ არსებობს ბევრი ხელოვანი, ვინც დროს უთმობს და ამავდროულად, აღიარებს და პატივს სცემს მათ გავლენას. მარშალ მეზერს, შენ გამონაკლისი ხარ და შენ ჩემ იმ ადამიანების მოკლე სიაში ხარ, ვინც პატივს სცემს ხელოვნებას. შენ პროცესში ჩართვა ჩემთვის პატივია. უღრმესი მადლობა’’, – დაწერა 80 წლის მუსიკოსმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები