საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ StopCoV ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა დღეს მთელი 100 მილიონი ლარით გაიზარდა და ის ამ დროისთვის 124 543 899 ლარს შეადგენს. შესაბამისი ცვლილება ფონდის ანგარიშზე გვიან ღამით აისახა.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვერსია, რომ ფონდში 100 მილიონი ლარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.
“ფორტუნა” ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს. მკითხველს აღნიშნულ ინფორმაციას მიღებისთანავე მივაწვდით.