LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია

strasburgi

სტრასბურგის ცენტრში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციასთან შეტაკების დროს, სამართალდამცავებმა მოკლეს.

გარდაცვლილი 29 წლის შერიფ შეკარტია. გარდა ამისა, სტრასბურგის საშობაო ბაზრობა, რომელიც ტერაქტის შემდეგ დაიხურა, დღეს გაიხსნება. ამის შესახებ საფრანგეთის შს მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

„საშობაო ბაზრობა გაიხსნება, არ დავნებდებით და ვაჩვენებთ, რომ სტრასბურგი, საფრანგეთი, ვინც თავს გვესხმის იმაზე ძლიერია,“ – განაცხადა საფრანგეთის შს მინისტრმა.

საშობაო ბაზრობის მუშაობის განახლებას თვითონ კრისტოფ კასტანერი დაესწრება. აღსანიშნავია, რომ შეცვლილი იქნება საშობაო ბაზრობის მუშაობის განრიგი და უსაფრთხოების ზომები.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები