LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

69
1

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ დღეს მიიღო. 

რუსული მხარე ლიტვინენკოს მკვლელობაში მონაწილეობას ყოველთვის უარყოფდა.

რამდენიმე წლის წინ დიდი ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო კგბ-ს ყოფილმა თანამშრომელმა ანდრეი ლუგოვოიმ და კიდევ ერთმა პირმა, დიმიტრი კოვტუნმა შეგნებულად მოწამლეს რადიოაქტიური ნივთიერების სასმელში გარევით.

მოგვიანებით ლიტვინენკოს ქვრივმა რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა სტრასბურგის უფლებების დაცვის სასამართლოშიც, რომელიც დიდი ბრიტანეთის გამოძიების დასკვნას ეთანხმება.

სტრასბურგის სასამართლო რუსეთის ხელისუფლებას ავალდებულებს – ლიტვინენკოს ქვრივს კომპენსაციის სახით 100 000 ევრო გადაუხადოს.

ალექსანდრ ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში მოწამლეს.