სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 29 სექტემბერს გაიმართება.
საქართველოდან წარდგენილ სამ კანდიდატს პარიზში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის შერჩევის კომიტეტის სხდომაზე გაესაუბრებიან.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოსტზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე და თავმჯდომარის მოადგილე, ლალი ფაფიაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ოთარ სიჭინავა და საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია, არიან წარდგენილნი.