LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

სტრასბურგის საშობაო ბაზრობა

სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ფრანგული მედიის ინფორმაციით, საავადმყოფოში გარდაიცვალა 35 წლის მამაკაცი, რომელიც ხუთი დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.  ამ დროისთვის, დაშავებულია 10 ადამიანი, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

შეგახსენებთ, რომ 11 დეკემბერს სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე 29 წლის შერიფ შექათმა ცეცხლი გახსნა და ადგლიდან მიიმალა. თავდამსხმელი პოლიციამ 13 დეკემბერს, დაკავების სპეცოპერაციის დროს მოკლა.

ამ დროდმე პატიმრობაში რჩება თავდამსხმელთან კავშირში მყოფი ერთი პირი, ექვსი ეჭვმიტანილი, მათ შორის, შექათის მშობლები და მისი ორი ძმა კი, გაათავისუფლეს.

magti 5g