„სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშაძის გუნდი „ქართული ოცნების” დასამარცხებლად სხვა პარტიებთან კონსულტაციებს გეგმავს, „სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს.
“მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულ ნაწილში ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები „წაართვას”, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და ამ საკითხზე, ამისთვის, ოპოზიციაში კონსულტაციები საჭიროა”. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნები, არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველი გუნდის მხრიდან 43 პროცენტის ვერ აღების შემთხვევაში ტარდება.
„სტრატეგია აღმაშენებელი” სხვა პარტიებთან გაერთიანებას არ აპირებს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ჩვენი ხედვა გვაქვს – მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან, იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დავამარცხოთ.
„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ახლახან დატოვა საპატიმრო, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრა როგორც ნიკა მელიასთან, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვაპირებთ, რომ ცალკე გავიდეთ ამ არჩევნებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,”- განაცხადა აქუბარდიამ.
