LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრატეგიულ ბაზრებსა და ევროპის ქვეყნებში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა

157

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 45,4 მილიონი ბოთლი ღვინო (0,75 ლ), რაც 19 პროცენტით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 107,8 მილიონი დოლარია, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28 პროცენტი შეადგინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: იაპონია – 124 პროცენტი (166 032 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 67 პროცენტი (50 062), პოლონეთი – 32 პროცენტი (1 886 618), აშშ – 4 პროცენტი (244 374).

ასევე, ზრდა ფიქსირდება ევროპის მიმართულებითაც: რუმინეთი – 390 პროცენტი (84 654), ჩეხეთი – 68 პროცენტი (30 456), გერმანია – 32 პროცენტი (308 734), ლიეტუვა – 21 პროცენტი (265 062), ნიდერლანდები – 17 პროცენტი (38 799), ლატვია – 16 პროცენტი (966 726), ესტონეთი – 7 პროცენტი (329 304).

ამასთან, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი ტრადიციულ ბაზრებზეც გაიზარდა: ყირგიზეთი 81 პროცენტი (140 370), ყაზახეთი – 41 პროცენტი (1 996 860), უკრაინა – 38 პროცენტი (5 040 319), რუსეთი – 20 პროცენტი (28 564 609), ბელარუსი 4 პროცენტი (846 822) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  – 28 564 609, უკრაინა  – 5 040 319, ჩინეთი  – 3 514 066, ყაზახეთი  – 1 996 860 და პოლონეთი  – 1 886 618.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები