LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტებმა ქუთაისის აეროპორტში პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს

40
gaerthianeba-1-1

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირველი სასწავლო-საწვრთნელი ფრენა განახორციელეს.

ფრენა A22 LS ტიპის ორადგილიანი საწვრთნელი საჰაერო ხომალდით შედგა. როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის აეროპორტის ფრენების კოორდინაციისა და სახმელეთო მომსახურების სამსახურის მენეჯერი გიორგი გოდუაძე განმარტავს, მსგავსი ტიპის ფრენები საშუალებას მისცემს სტუდენტებს, საერთაშორისო აეროპორტებში ფრენის გამოცდილება მიიღონ და თეორული ცოდნა პრაქტიკაში დანერგონ.

საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის საფრენოსნო ფაკულტეტის სტუდენტებმა მანამდე საცდელი-საწვრთნელი ფრენა ამბროლაურის აეროპორტში განახორციელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g