LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტმა მექსიკის ჯუნგლებში შემთხვევით დაკარგული ქალაქი იპოვა

128
f774e910-95b8-11ef-bf59-99b64fa9

მეცნიერებმა მექსიკაში დაკარგული ქალაქი იპოვეს. BBC-ის ინფორმაციით, საუბარი მაიას ცივილიზაციის დროინდელ დასახლებაზეა.

ქალაქი ჯუნგლებში მწვანე საფარის ქვეშ იყო დამალული და არქეოლოგებმა მას ვალერიანა დაარქვეს. ქალაქი თავისი დიდების მწვერვალზე 750-850 წლებში იყო და ამ პერიოდში იქ 30-50 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ვალერიანში 6 764 შენობა იპოვეს, მათ შორის სპორტული მოედნები, ამფითეატრები, ასევე გაყვანილი იყო გზები და მოწყობილი იყო მოედნებიც.

თუ რამ გამოიწვია ქალაქის დაცარიელება მეცნიერებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირთ, სავარაუდოდ მთავარი დამნაშავე კლიმატის ცვლილება იყო.

დაბოლოს, ვალერიანა მაიას ცივილიზაციაში სიდიდით მეორე ქალაქი და მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი იქნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები