LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Students Cup 2017 – 30 აპრილს საქართველოს ჩემპიონატი წყვილთა რბოლაში გაიმართება

37

BMW Club Georgia და SEU Racing Club 30 აპრილს ატარებს უნივერსიტეტებს შორის საქართველოს ჩემპიონატს წყვილთა რბოლაში, სახელწოდებით – Students Cup 2017. ღონისძიება ტარდება გუნდური პრინციპით, 3 კლასში. ჩემპიონატი წარიმართება 4 ეტაპად, რომლის გამარჯვებული გუნდიც უნივერსიტეტში წაიღებს გარდამავალ თასს. შეჯიბრის პრინციპი უპრეცენდენტოა და პირველად ტარდება საქართველოში.

ღონისძიება ლიცენზირებულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის მიერ, მხარდამჭერები კი არიან თბილისის მერია და საპატრულო პოლიცია.

ღონისძიების  მიზანია ახალგაზრდობის ავტოსპორტით დაინტერესება და ლამაზ, უსაფრთხო ღონისძიებებზე გადმოყვანა, რაც ქალაქში ქუჩის რბოლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები