LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტუდენტური ხელფასით დაწყებული ბიზნესი – 27 წლის ქართველი ინჟინერი ჩინურ ღვინოს აწარმოებს

193
ddd

ბექა ასლანიშვილი 27 წლის მეღვინეა, რომელიც ერთი სეგმენტის ღვინოს, კერძოდ- ჩინურს აწარმოებს. ყველაფერი კი სტუდენტობის პერიოდში დაიწყო, როცა პროფესიით ინჟინერმა, პირველი ხელფასით, ორი ქვევრი შეიძინა და პაპას დანატოვარ მარანში ღვინის დაყენება და წარმოება დაიწყო.

მომავალში, მიკრო და მცირე მეწარმეობის საგრანტო პროგრამის ხელშეწყობით კი, ბიზნესი გააფართოვა, ღვინის ჩამოსასხმელად საჭირო ინვენტარი შეიძინა და წარმოება 300 ბოთლიდან 2500-მდე გაზარდა.

„უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, სტუდენტურ სამუშაოებში ვიყავი ხოლმე ჩართული, რაშიც ანაზღაურების სახით, დაახლოებით, 400 ლარს ვიღებდი. გადავწყვიტე, ამ თანხით საკუთარი მცირე ბიზნესი წამომეწყო და სწორედ ამ მიზნით, შევიძინე 2 ქვევრი და დავიწყე ღვინის დაყენება“, – ამბობს 27 წლის მეღვინე.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე ეს საქმიანობა მომგებიანი არ იყო, თუმცა შემდეგ სააგენტო „აწარმოე საქართველოშის“ ხელშეწყობით, წარმოება გააფართოვა და გარკვეულ მიზნებსაც მიაღწია.

ბექა ასლანიშვილმა ღვინის ბრენდის სახელად „ნები“ შეარჩია. „სულხან-საბას ლექსიკონში ეს სიტყვა მოხსენიებულია, როგორც ხელისგული და რადგანაც, ყველაფერს საკუთარი ხელით ვაკეთებ და მცირე მეწარმე ვარ, გადავწყვიტე სწორედ ეს სახელი შემერჩია“, – ამბობს 27 წლის მეღვინე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g