LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი“ – თავდაცვის სამინისტრო ბოლნისში მომხდარ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

476
SU 25

თავდაცვის სამინისტრო ქვემო ქართლში, კერძოდ კი, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩამოვარდნილ სამხედრო ვერტფმფრენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმიური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა ერთ-ერთმა საფრენმა აპარატმა განიცადა კატასტროფა.

„სუ-25-ის კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი, კახაბერ ზურაბაშვილი.

აღნიშნული შემთხვევის მიზეზების დადგენის მიზნით, თავდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ დეტალურ გამოკვლევას.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრაგიკული შემთხვევის გამო და უსამძიმრებს დაღუპული პილოტის ოჯახსა და ახლობლებს“. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები