LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუბარი: ევროკავშირში გაწევრიანება სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას გულისხმობს.. როცა ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს, მერე მოდის და გეუბნება, რომ აუცილებლად უნდა ჩაერთო ომში

67
სოზარ სუბარი

„ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება ქვეყნის სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას გულისხმობს.

სოზარ სუბარმა ამის შესახებ “პოსტვ”-ის ეთერში განაცხადა და მოძრაობის გეგმებსა და მიზანზე ისაუბრა.

დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ, რომელიც „ხალხის ძალას“ შეუერთდა, POSTV-ის 52%-იანი წილი შეიძინა

შალვა რამიშვილი: POSTV დღეიდან ხდება მოძრაობა „ხალხის ძალას“ მედიაპლატფორმა.. მივიღეთ გადაწყვეტილება, ღიად და აქტიურად დავუჭიროთ მხარი ახლად შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას

„თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში გვყავს ადამიანები, რომლებსაც ჩვენთან შემოერთება უნდათ, ჩვენც გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, საბოლოოდ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერში სრული თანხვედრა გვაქვს, რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ – ეს არ არის მხოლოდ ის, რომ სიმართლე ვთქვათ და ომი ავაცილოთ ქვეყანას თავიდან, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ამ ეტაპზე არის დამოკლეს მახვილი, რომელიც ჩვენ თავზეა ჩამოკიდებული და რომლის გაჭრას და გაწყვეტას ცდილობენ ჩვენი არც თუ კეთილმოსურნე ადამიანები და ეს უნდა ავაცილოთ, თუმცა არის უფრო გრძელვადიანი გეგმა და ხედვა, ეს არის ის სუვერენიტეტი და სუვერენულობა, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს და რისთვისაც იბრძოდა ქვეყანა ათასწლეულების განმავლობაში, რისთვისაც მე პირადად ვიდექი ქუჩაში ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს და ვიბრძოდი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, მაშინ არ ყოფილა ქართველი ხალხის მიზანი ის, რომ მოვა რომელიღაც ელჩი და რასაც უნდა იმას გვიბრძანებს და თავს მოგვახვევს…

სუვერენიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, 21 საუკუნეში აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მიზანია საქართველოს ევროკავშირში, ალიანსში გაწევრიანება, ბუნებრივად, ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას. განსაკუთრებით, ევროკავშირის შემთხვევაში, ეს სუვერენიტეტის ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს.

ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის. ბრიტანეთი სწორედ ამის გამო გავიდა“, – აღნიშნა სუბარმა.

მან ქვეყნის პოლიტიკურ საქმიანობაში გარე ძალების ჩარევაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და მაგალითად ელჩი დაასახელა, რომელიც სუბარის თქმით, „თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, რომ შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო“.

„როცა იქ მიდიხარ (ევროკავშირი, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი), გარკვეულ სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით და სამაგიეროდ იღებ ძალიან დიდ დივიდენდებსაც – ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, საერთო ბაზარი, ეს არის გარკვეული ღირებულებებიც. მაგრამ ეს ხომ არ არის მუდმივი, რომელსაც არ შეიძლება შეეხო. აქაც მუდმივად არის ძალის გადაძალვის მცდელობა.

როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, აქ სხვა თემაა უფრო მნიშვნელოვანი, ის სუვერენიტეტი, რომელსაც პირდაპირ ხელიდან გვართმევენ, არა ის, რასაც ვთმობთ ევროკავშირის გულისთვის, არამედ როცა რომელიმე ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო და ამ დროს მას აქვს კანონი მიღებული, რომელიც ამაზე ასჯერ უარესია დემოკრატიის თვალსაზრისით.

როდესაც ელჩი ასეთი ჩარევის უფლებას აძლევს საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს არ სცემს არც შენს სუვერენიტეტს, არც შენს ქვეყანას, არც შენს ტრადიციას, არც კონსტიტუციას და არაფერს. ამის დაშვება არ შეიძლება იმიტომ, რომ მეორე დღეს მოდის ის ელჩი და გეუბნება: შენ აუცილებლად უნდა ჩაერთო ომში და არ მაინტერესებს, რამდენი ადამიანი დაიღუპება, ჩვენი მიზანია, რუსეთი დავამარცხოთ და აქ შენ უნდა იყო მსხვერპლის როლში. შეიძლება პირდაპირ ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი ეს არის, ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g