LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru 2026 წლამდე 4 ახალ ელექტრო კროსოვერს გამოუშვებს

123
subaru

კომპანია Subaru 4 ახალ ელექტრო კროსოვერს 2026 წლამდე გამოუშვებს. კომპანიის მთავარი გეგმა „მწვანე“ ავტომობილების რაოდენობის ზრდაა – 3,5 წელში მათი რიცხვი უნდა გახუთმაგდეს. საქმე ისაა, რომ ამ დროისთვის Subaru-ს ბრენდის ქვეშ ერთადერთი ელექტროქარი გამოდის – ყველგანმავალი Solterra, რომელიც Toyota-სთან ერთად შეიქმნა. 2028 წლისთვის Subaru ყოველწლიურად 400 ათას ელექტრომობილს გამოუშვებს.

ინფორმაცია ელექტრო კროსოვერების ზომების, ტექნიკური მახასიათებლების თუ სხვა ფაქტორების შესახებ – ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. ამ დროისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ელექტრომობილებს იაპონიაში მდებარე უახლეს ქარხანაში გამოუშვებენ – 5 წლის ვადაში ამ საწარმოს 250 მილიარდ იენს ანუ დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს მოახმარენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები