LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Subaru-მა ელექტრო Toyota C-HR+–ის „მონათესავე“ მოდელი წარადგინა

106
Screenshot 2025-07-21 151702

Subaru-მ ახალი კომპაქტური კროსოვერი – Uncharted წარადგინა. იაპონურმა ბრენდმა თავისი ახალი ელექტრომობილი ჩრდილო ამერიკული ბაზრისთვის შექმნა. ავტომობილი გამორჩეულია ელექტრო ძრავით და მაქსიმალური სვლის მარაგი ერთ დამუხტვაზე თითქმის 500 კილომეტრია.

ძირითადი მახასიათებლები:

სიგრძე: 4510 მმ.
საბურავები: 18 ან 20 დიუმიანი დისკები.
პლატფორმა: Toyota e-TNGA (იგივე, რაც Toyota C-HR+-ში).
დიზაინი: ელემენტები Solterra-სა და Trailseeker-იდან.
ძრავები და დინამიკა:
საწყისი ვერსია: ერთი ელექტროძრავი.
სიმძლავრე: 224 ცხენის ძალა.
ლიმიტირებული გამოცემა: ორი ელექტროძრავი, ჯამური სიმძლავრე: 343 ცხენის ძალა.
აჩქარება 0–96 კმ/სთ-მდე (0–60 mph): 5 წამი.
ელემენტი და დამუხტვა:
ელემენტის მოცულობა: 74.7 კვტ/სთ
დამუხტვა 10%-დან 80%-მდე: 30 წუთი.
Tesla Supercharger-სთან თავსებადობა: დიახ

აღჭურვილობა (დამოკიდებულია კონფიგურაციაზე):
14-დიუმიანი მულტიმედია ეკრანი, ციფრული საინფორმაციო პანელი, Subaru EyeSight უსაფრთხოების ასისტენტთა პაკეტი, პანორამული ლუქი, „ჭკვიანი“ უკანა სარკე, საჭის გათბობა, წყალგამძლე სავარძლები, Harman Kardon-ის აუდიო სისტემა.

Uncharted-ის გამოშვება Subaru-თვის ჩრდილოეთ ამერიკაში პოზიციებს გასაძლიერებლად განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯია— მასზე დიდ იმედებს ამყარებს ბრენდი, როგორც სტილის, ისე ტექნოლოგიის თვალსაზრისით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები