LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუფრაზე გაცოცხლებული ისტორია თბილისის გულში – რესტორანი „მშრალი ხიდი“ გაიხსნა

1131
dd

რეგულაციების სრული დაცვით, რესტორანმა „მშრალი ხიდი“ მუშაობა განაახლა. კვების ობიექტის გარე სივრცე 15 თებერვლიდან სტუმრებს უკვე იღებს. როგორც „მშრალი ხიდის“ მენეჯმენტში აცხადებენ, მათთან Covid19 – ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაცულია ყველა საჭირო წესი.

„სუფრაზე გაცოცხლებული ისტორია თბილისის გულში, რესტორან “მშრალ ხიდში” დაგხვდებათ. რაც მთავარია, ჩვენთან ყველა კერძი მზადდება 100 % – ით ჯანსაღი პროდუქტისგან. კერძების მომზადების ყველა საჭირო პროდუქტს უზრუნველყოფს ჩვენი საკუთარი ფერმა“, – აცხადებენ რესტორნის მენეჯმენტში.

მათივე ინფორმაციით, „მშრალი ხიდი“ ასევე აგრძელებს გატანის სერვისზე მუშაობასაც და მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, სასურველი კერძები შეუკვეთოს და სახლში მიიღოს.

„დარეკე ნომერზე 591 33 11 00, ან მოითხოვე მენიუ პირად შეტყობინებაში. შეუკვეთე, რაც გინდა და ჩვენი კურიერი ყველაზე სწრაფად მოგიტანთ. ასევე მოგვძებნე Bolt – ზე და Wolt – ზე“, – აცხადებენ „მშრალ ხიდში“.

ცნობისთვის, რესტორანი მდებარეობს მშრალი ხიდის N4-ში. ტელეფონი: 591 33 11 00. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ რესტორნის ოფიციალურ ფეისბუქგვერდს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g