LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუფთა სახლს” საქმიანობის უფლება აღუდგა

313
3-(1)-(1) (1)-5b9fb410f3045-5b9fb431b7fa1

18 დღიანი შეჩერებული საქმიანობის შემდეგ, „სუფთა სახლს“ ოპერირების უფლება აღუდგა. შესაბამისი ცვლილება მთავრობის 23 მარტის დადგენილებაში შევიდა და იმ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალს, რომელთაც ფუნქციონირება არ ეზღუდებათ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, შპს “სუფთა სახლიც” დაემატა.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის დადგენილება ძალაში გუშინ, ანუ 28 აპრილს შევიდა.

შეგახსენებთ, “სუფთა სახლის” მაღაზიები მთელი ქვეყნის მასშტაბით 10 აპრილს დაიხურა. კომპანიას ჯამში 150 ფილიალი აქვს, სადაც, გარდა ყოველდღიური ჰიგიენისთვის საჭირო პროდუქტებისა, სადეზინფექციო საშუალებებიც იყიდება. კომპანიაში სულ 1200 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g