LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუიციდის თამაში”, რომლის საშუალებითაც მოზარდებს თავს აკვლევინებენ, ქართველი თინეიჯერებისთვისაც ცნობილი გახდა

95

“ფეისბუქ”-მომხმარებელი ნინო თარხნიშვილი წერს, რომ ქართველი მოზარდებისთვისაც ცნობილი გახდა ინტერნეტთამაში, რომელიც თინეიჯერებს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს.

ნინო თარხნიშვილი წერს:

“არ ვიცი, უნდა დავწერო თუ არა იმ ონლაინ თამაშის სახელი, რომელსაც მეორენაირად, სუიციდის თამაში ჰქვია. რაკი მარიტამ იცის ამ თამაშის შესახებ, ე.ი. დიდი ალბათობით, სხვა მოზარდებმაც უნდა იცოდნენ, მაგრამ მე მაინც თავს შევიკავებ ამ თამაშის სახელის გავრცელებისგან. ეს არის თამაში, სადაც ჩაბმულ მოზარდებსაც, ე.წ. კურატორი 50 დღის განმავლობაში სხვადასხვა დავალებას აძლევს და 50-ე დღეს მოზარდი იგებს თამაშს, ანუ ის თავს იკლავს.
ჰო, მე ხომ მგონია, რომ ყველაფერი ვიცი ჩემი შვილის შესახებ, მაგრამ მე აზრზე არ ვიყავი, რომ მარიტამ ამ თამაშის შესახებ იცოდა. იცოდა დეტალურად, ჰქონია წაკითხული უამრავი ინფორმაცია ამ თამაშის შესახებ. მიყვებოდა და ტერფებიდან მივლიდა სიცივე. სასხვათაშორისოდ თქვა, ამ თამაშში ის ბავშვები ებმებიან, რომლებსაც თვითმკვლელობა აქვთ გადაწყვეტილი. და იმიტომ ებმებიან, რომ მათი სიკვდილი უფრო დრამატულად გამოიყურებოდესო. ისიც დაამატა, არ მეგონა, ამ თამაშს საქართველოშიც თუ თამაშობდნენო.
სანამ ბოლომდე გავიყინე, ისიც მითხრა, კარგი იქნება კურატორებს თუ დაიჭერენ. ისინი ნამდვილი მანიაკები არიანო.
ანუ, თითქოს ყველაფერი რიგზეა. მან იცის, რომ ეს თამაში დანაშაულია. რომ ეს თამაში სიკვდილია.
მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რას აკეთებენ ჩვენი შვილები ვირტუალურ სივრცეში.
სად მიაგნო ამ თამაშს, რატომ მიაგნო, სად გადააწყდა…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები