LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუხიშვილების“ ცეკვა „ნაბიჯი“, რომელმაც სოცქსელებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია

1283
xusishvilebi-videos

სოციალურ ქსელში ბათუმსა და თბილისში გადაღებული ვიდეოები ვრცელდება, სადაც  „სუხიშვილები“ ცეკვას „ნაბიჯი“ ასრულებენ. როგორც ყოველთვის, ილიკო სუხიშვილის ქორეოგრაფიულმა ფანტაზიამ ქართულ ცეკვაზე, ახლაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

„არტ-გენზე“ გადაღებული ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი, თამუნა თანდაშვილი წერს:

„თავიდან მრცხვენოდა ბრავოს დაძახება, მეგონა, რომ ყველა მე მიყურებს და იცის, რომ გურანდა ვარ. საიდან მოვიტანე ეს ბოდვა არ ვიცი, არადა ბავშვობიდან ვგიჟდები სუხიშვილებზე. 5 წლის თამუნა ხელები დაგლეჯილი მქონდა ტაშისგან )))

ჭანო რომ ცეკვავს, ფეხები მტკივდება და დიდი ხანი თვალს ვარიდებდი, ჭანო “ჯეკა” და ჭანო სცენაზე იდენტიფიკაცია ძაან ძნელია.

შენი საყვარელი ადამიანი რომ ქვეყანას გაუზიარო, საერთოდ არ არის მარტივი.

მაგრამ ისე მიყვარს ცეკვა და ყველაფერი ის, რასაც ხარისხი და გული ჰქვია, არ მენანება.

„სუხიშვილების“ კუთვნილება ისეთი სახალხოა და ისეთი ორგანული ჩვენთვის, რომ არა მგონია, ბევრი რამ შეგვექმნას მსგავსი საამაყო როგორც ქვეყანას. “შრომისმოყვარეობა, დისციპლინა, პროგრესი და გული” და სანამ ენებს მოვასირსილებთ, მაინც 2 წამი დავფიქრდეთ ამ უინდუსტრიო ქვეყანაში რას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, სად არ ჩანს ქართველი ადამიანის სიზარმაცე, გაუტანლობა და ზედაპირულობა. რა წარმოგვაჩენს ესთეტიკურად და შინაარსობრივად ღირსეულად.

„ჰოდა, რომ იცოდეთ, ამ ბოლო დროს დავიკიდე სირცხვილი, თქვენ გვერდით თუ ვინმე კივის მე ვარ ))) და თავში ტელეფონს ნუ ჩამცხებთ“.

ამგვარი კომენტარების მიუხედავად, „ფეისბუქზე“ ცეკვის საწინააღმდეგო მოსაზრებებიც გამოითქვა: „რა ვქნა რაა… აი, „სუხიშვილების” დიდი სიყვარულის და პატივისცემის მიუხედავად, უნდა ვთქვა: მე რომ ქართული ცეკვა არ ვიცოდე, რა საოცრებაა და ეს მენახა, საერთოდ არ მომეწონებოდა…“, „ხასიათი სადაა? ვერ ვიპოვე“.

ვიდეოს ავტორი:  Tamar Gvancika

 

ვიდეოს ავტორი: Tamuna Tandashvili

 

ვიდეო: Art-გენი 2019

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები