დიზაინერი ზალიკო ბერგერი ნანკა გვარის პოდკასტის – „მარტოობის 15 წუთის“ გასული ეპიზოდის სტუმარი იყო.
ნანკამ ზალიკოს რამდენიმე წლის წინანდელი გარეგნობა შეახსენა და აღნიშნა, რომ მას „იმდენად დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა, ქალს შეშურდებოდა“.
რაზეც ზალიკო ბერგერმა უპასუხა:
„სულ ამბობდნენ, „კაცი რატომ უნდა იყოს, ქალივით ლამაზიაო“, ბევრი კითხულობდა „გოგოა, თუ ბიჭიო“ და ეს სულ მაკომპლექსებდა. დედაჩემს არ მოსწონდა ასეთი შედარებები და ხალხში სულ აპროტესტებდა. მერე რომ გავიზარდე და „მტვ“-იზე კლიპები გამოჩნდა, მაშინ ლინდა ევანგელისტაზე ამბობდნენ, ვგავარ“, – იხსენებს ზალიკო ბერგერი.
