ექიმი-ინფექციონისტი მარინა ენდელაძე „Front News“-ის რუბრიკაში „ადამიანები ისტორიით“ შვილის გარდაცვალებას ერთ-ერთ ყველაზე მძიმედ გარდამტეხ გამოცდილებად მოიხსენიებს, რომელმაც მისი ცხოვრება არსებითად შეცვალა. როგორც ენდელაძე ამბობს, დედისთვის შვილის დაკარგვა არა მხოლოდ ემოციური შოკია, არამედ ცხოვრების სრულად ტრანსფორმაცია – მდგომარეობა, სადაც ადამიანი უკვე სხვა რეალობაში არსებობს.
ენდელაძე ამბობს, რომ მიუხედავად დიდი ტკივილისა, შეძლო ძალების მოკრება და სიცოცხლის გაგრძელება. მისი მოტივაცია და შინაგანი ძალა შვილის ხსოვნას უკავშირდება.
ამასთან, როგორც ექიმი აღნიშნავს, სწორედ ირაკლის შვილი გახდა მისი სიცოცხლის მთავარი მოტივაცია.
„დედას შვილი რომ გარდაეცვლება, უკვე სხვა სამყაროში გადადის და სხვა ცხოვრება იწყება, ის აღარ არის, რაც იყო, სრულიად იცვლება, მაგრამ ალბათ უნდა ვიყოთ ძლიერები. მე გავძლიერდი, მე შევძელი, რომ მეცოცხლა და მივჩვეულიყავი ამ მძიმე ტრაგედიით ცხოვრებას, ამის დავიწყება არასდროს არ შეიძლება, ეს სხვა რამეა, მაგრამ ისევ იმ შვილისთვის მინდა, კარგი რომ გამიკეთებია, სულ ვფიქრობ ირაკლიზე, ირაკლის მოეწონებოდა? და როცა რაღაცა კარგი ხდება, მგონია, რომ მას ახლაც უხარია.
ვაკეთებ ყველაფერ იმას, რასაც ვხვდები რომ ირაკლის გაეხარდებოდა…
ირაკლის შვილი დარჩა, მისი მსგავსი სრულიად და ახლა ვცხოვრობ მისთვის, ვფიქრობ ეს ირაკლისთვის ყველაზე დიდი სიხარულია“
მარინა ენდელაძე: „27 მარტი ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა და ძალიან მძიმე დღეები მაქვს ახლა…“
@frontnewsge "დედას შვილი რომ გარდაეცვლება, უკვე სხვა სამყაროში გადადის და სხვა ცხოვრება იწყება" – მარინა ენდელაძე. ##საქართველო #ადამიანებიისტორიით #ქართული #ისტორია #მეცნიერება #მედიცინა #ინფექციონისტი #ექიმი #სამედიცინო #შვილი #ტრაგედია ♬ original sound – ადამიანები ისტორიით