LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულის შემძვრელი სანახავი იყო კაცების ტირილი და მოთქმა.. მაგიდაზე იდო ერთი დიდი წიგნი – „საქართველოს სამოთხე“, სანიშნი აფხაზეთის თავზე იყო დატოვებული..“ – ეკა ხერხეულიძე ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დღეს იხსენებს

90
BeFunky-collage (3) (1)

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე მოქალაქეებს უზიარებს მისი თვალით დანახულ ამბავს, რომელიც ზვიად გამსახურდიას გადმოსვენების დღეს უკავშირდება.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

„ზვიადის გროზნოში გადმოსვენების დღეს ერთად გავფრინდით მე და გურამ შარაძე.

ჩეხოვის ქუჩაზე,სადაც ზვიადის ოჯახისთვის განკუთვნილი სასახლე იდგა,ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ სამეგრელოდან ჩამოსული კაცები ჭრიდნენ საფლავს და მეგრულად ტიროდნენ. იქვე იდგნენ დადუმებული ჩეჩნები და თითქოს ამ რიტუალის პატივისცემის ნიშნად, ჩარევა არც უფიქრიათ.საშინლად ციოდა,უფრო სწორად,ყინავდა..

ნათლად მახსოვს თითოეული მათგანის სახე,მათ გარდა არავინ იყო ეზოში. იმდენად სულის შემძვრელი სანახავი იყო კაცების ტირილი და მოთქმა, რომ სახლში ვეღარ შევედით.

 

ზვიადის გროზნოში გადმოსვენების დღეს ერთად გავფრინდით მე და გურამ შარაძე.ჩეხოვის ქუჩაზე,სადაც ზვიადის ოჯახისთვის…

Posted by Eka Kherkheulidze on ორშაბათი, 26 სექტემბერი, 2022

 

როგორც იქნა ავიარეთ სასახლის დიდი განიერი კიბეები,სადაც ხელმარჯვნივ,ოვალურ ოთახში ზვიადის სამუშაო კაბინეტი იყო.ბევრი რამ მაქვს ამ ოთახზე მოსაგონარი,მაგრამ ახლა ამ ეპიზოდის გახსენების მიზეზი დღევანდელი  დღეა. ოპერატორი ცდილობდა ხელუხლებლად გადაეღო ყველა ნივთი ისე,როგორც ზვიადმა დატოვა საქართველოში ჩასვლამდე..

მაგიდაზე ბევრ წიგნს შორის იდო ერთი დიდი წიგნი -‘საქართველოს სამოთხე’, სანიშნი აფხაზეთის თავზე იყო დატოვებული..“,- წერს ეკა ხერხეულიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები