LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუმის ავიადარტყმის შედეგად 34 დაღუპულს შორის 2 ბავშვია, დაშავდა 117 ადამიანი, მათ შორის, 15 ბავშვი

117
72231721_902

სუმიში დაღუპულთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთის არმიამ ორი ბალისტიკური რაკეტით მიიტანა იერიში ქალაქზე. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

13 აპრილის საღამოს მონაცემებით, დაშავებულია 117 ადამიანი, მათ შორის 15 ბავშვი.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი კრივოშეენკო აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანების დაღუპვა და დაშავება მეორე რაკეტის აფეთქებამ გამოიწვია, რომელიც სუმის მიმართულებით იყო გაშვებული.

„აფეთქება მოხდა საცხოვრებელ რაიონში, სადაც მდებარეობს სკოლები, მაღაზიები და სხვა სამოქალაქო ობიექტები“,- განაცხადა კრივოშეენკომ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g