LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი შემოქმედებითი წვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია“ – Summer Is Coming – თიკა ბალანჩინი სიმღერის პრემიერით ,,ფორტუნა პლუსის” ეთერში

109
თიკა-ბალანჩინი

ოთხშაბათს, გადაცემას – „უსმინე ახალსთიკა ბალანჩინი სტუმრობდა. ჯგუფის – New One ვოკალისტმა მსმენელს უახლესი ნამუშევარი – Summer Is Coming წარუდგინა.

როგორ ვითარდება ამჟამად შენი შემოქმედებითი გზა?

ჩემი შემოქმედებითი წვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდია. ძალიან მიეწყო ბევრი ახალი მუსიკის კეთება. არის ხოლმე პერიოდები, როცა არ გაქვს განწყობა სიახლეებისთვის, თუმცა ახლა უმაღლესი ლეველის განწყობაზე ვარ.

რა არის ის, რაც ამ კონკრეტულ მომენტში შენ ცხოვრებას სტიმულს აძლევს?

ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად ჩემი თავის შეცნობა. ძალიან მეხმარება ეს ყველაფერი და უფრო მეტად ვხვდები, რა მინდა და რატომ. ასევე, რა თქმა უნდა, ოჯახი, მეუღლე და შვილი. როგორც არტისტისთვის, თავის პოვნა ყველაზე კარგად ისახება მუსიკაში და როცა მეტის კეთების სურვილი გაქვს, ხვდები, რომ არ უნდა გაჩერდე.

ბოლო დროს აფრო ჰაუსი ძალიან აქტუალურია, როგორ ფიქრობ რამ განაპირობა ეს ყოველივე?

ვფიქრობ, მოწყენილობამ… სიმძიმემ, რაც ზოგადად მსოფლიოში არის. აფრიკის კონტინენტზე როგორი ენერგია და ნიჭიც ტრიალებს ყველასთვის ცნობილია, განსაკუთრებით მუსიკალურ სფეროში. ეს არის მუხტი, რომ სული შთაბერონ მსოფლიოს. ადრეც ვუსმენდი აფრო ჰაუსს, თუმცა არ მეგონა თუ ასეთი მასშტაბური გახდებოდა. მიყვარს ექსპერიმენტები, მივესალმები სიახლეებს მუსიკაში, არ ვარ ხოლმე კონკრეტულ ჟანრზე ორიენტირებული, რადგან მაინტერესებს ჩემი თავის გამოცდა სხვადასხვა ჟანრში. მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ ნებისმიერი მუსიკით, რომელსაც კარგი განწყობა მოაქვს.

ვინ არის არტისტი, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ?

არ არსებობს დღე მაიკლ ჯექსონის ერთ ტრეკის გარეშე.

Summer Is Coming – სიმღერა, რომელიც საზაფხულო ვაიბისაა…

სიმღერა ზაფხულზეა. ზაფხული ასოცირდება კარგ ხასიათთან და მოზღვავებულ ენერგიებთან. ჟანრობრივად, აფრო ჰაუსია, ეს კი ისეთი მიმართულებაა, სულ რომ სევდიანი იყოს მელოდიაც და ტექსტიც, მაინც კარგ ხასიათზე მაყენებს.

ჩემ სახლში ჩაიწერა. ავტორი – გიორგი თორაძეა, ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომელთანაც ადრეც მიმუშავია. ჩემ მეუღლეს, დათუნას ეკუთვნის არანჟირება. ბენდმა სრული შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა მის შექმნაში.

რას გამოხატავ ამ სიმღერით?

გზავნილი არის მხოლოდ ის, რომ ვისიამოვნოთ ზაფხულით. ვიცეკვოთ, გავერთოთ და ვიყოთ ბედნიერები…

საზაფხულო განრიგი თუ გაქვს გაწერილი?

რამდენიმე დეითი, რა თქმა უნდა, უკვე ჩანიშნულია. ჩვენ სოციალურ ქსელებში წინასწარ ყოველთვის იდება ინფორმაცია დაგეგმილი კონცერტების შესახებ. უახლოეს პერიოდში 21 ივნისს, ბათუმში სეზონის გახსნაზე ვიმღერებთ.

სამომავლო გეგმებში რა შედის…

ვაპირებ მინი ალბომის გამოცემას, რომელშიც შევა კონკრეტული ტრეკების მიქსები, რომლებიც ვფიქრობ საინტერესო იქნება დიჯეებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები