LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ მომხმარებლებს „კოკა-კოლას” კვლავ შესთავაზებს

1588
კოკაკოლა-რადიო-715x400

„კოკა-კოლა“ სუპერმარკეტების ქსელში „მაგნიტი” დღეიდან გამოჩნდება. ამის შესახებ განცხადებას  „მაგნიტის“ კომერციისა და მარკეტინგის დირექტორი ია ნადირაშვილი აკეთებს.

მისი თქმით, კომპანიებს შორის მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა და შედეგად, მომხმარებლებს ქსელში კოკა-კოლას სრული ასორტიმენტი დახვდებათ.   

„ჩვენი ქსელი მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. „მაგნიტი“ ყოველთვის საინტერესო შეთავაზებებით გამოირჩევა. სუპერმარკეტებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ასორტიმენტი, შესაბამისად მოხარულები ვართ, რომ დღეიდან მათ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს შევთავაზებთ,“ – ამბობს ია ნადირაშვილი.

მისივე განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელი ”მაგნიტი” 2015 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანია პირველია,  რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებზე გააკეთა. დღესდღეობით, საქართველოს მასშტაბით „მაგნიტი“ 200 ფილიალს აერთიანებს და 3500-მდე ადამიანს ასაქმებს.

„ყოველთვის მაგნიტური ფასები“ – ასეთია კომპანიის  მთავარი დაპირება, შესაბამისად ქსელი საინტერესო სიახლეებით, დაბალი ფასებითა და ფასდაკლებებით მუდმივად ანებივრებს მომხმარებლებს.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g