LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერქარი McLaren მაკლარენის სიტყვებთ გააფორმეს (ვიდეო)

33

McLaren-ის განყოფილება Special Operations-მა, რომელიც ექსკლუზიური ავტომობილების შექმნით არის დაკავებული, 720S-ის სპეციალური მოდიფიკაცია მოამზადა. სუპერქარის პრემიერა დუბაიში გაიმართა.

ავტომობილის განმასხვავებელი განსაკუთრებულობა მისი უნიკალური გაფორმებაა. სპოილერზე კომპანიის დამაარსებლის, ბრიუს მაკლარენის მიერ გამოთქმული ცნობილი ფრაზაა დატანილი: „ცხოვრება მიღწევებით იზომება და არა მხოლოდ წლებით“. ოქროს ასოების შრიფტი ჰორიზონტზე დუბაის შენობების კონტურს იმეორებს. სპოილერის გაფორმებას 30 საათი დასჭირდა, ხოლო მთლიანად ატომობილზე მუშაობას 120 საათი.

სუპერქარი შავი გლუვი საღებავით არის შეღებილი. ავტომობილს ოქროსფერი დისკები აქვს. სალონში კი დამონტაჟებულია დაფა წარწერით „1 of 1“, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ავტომობილი ერთადერთ ეგზემპლარად არის აწყობილი.

McLaren 720S აღჭურვილია რვა ცილინდრიანი 4.0 ტურბო ძრავითა და შვიდ საფეხურიანი რობოტიზებული გადაცემათა კოლოფით. ას კილომეტრს ავტომობილი 2,9 წამში კრებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 341 კილომეტრ/საათი აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები