LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუპერვარსკვლავური მენიუ: რას ჭამენ რონალდო და მესი

52

კრიშტიანო რონალდო დღის განმავლობაში საკვების ექვს ულუფას იღებს. იგი არ მოიხმარს შაქარს. სვამს ხილის წვენებს, ბევრ წყალს და პროტეინის კოქტეილებს. იღებს მულტივიტამინებს და სპეციალურ დანამატებს.
საერთო ჯამში პორტუგალიელი დღეში დაახლოებით 300 კალორიას იღებს.

მისი დიეტა მდიდარია გრილზე მომზადებული თევზეულით და ზღვის პროდუქტებით.

პორტუგალიელი ვარსკვლავი იღებს ბევრ წითელ ხორცს, რომელიც მის კუნთებს აღდგენაში ეხმარება. იგი დაახლოებით 3-4 საათში ერთხელ იღებს საკვებს. მისი დიეტა მდიდარია ასევე ბოსტნეულითაც, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის აჩქარებას.

კრიშტიანო რონალდოს მენიუ:

საუზმე: ხილის წვენი, კვერცხი და ბურღულის ფანტელები

სადილი: ხორბლისაგან დამზადებული მაკარონი, მწვანე ბოსტნეული, გამომცხვარი კარტოფილი და ქათამი სალამით.

ლანჩი: თინუსის რულეტი და ხილის/ლიმნის წვენი

ვახშამი: ბრინჯი ქათმის ან ინდაურის მკერდთან ერთად, ლობიო და ხილი.

”ბარსელონას” მრჩეველმა სატრანსფერო საკითხებში რეკსაჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ადრე ლეო მესი განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევდა კვებას, თუმცა მას შემდეგ რაც არგენტინელი ტრავმებმა და გულისრევის შეგრძნებამ შეაწუხა, მან ცნობილ დიეტოლოგს, ჯულიანო პოზეროს მიმართა დახმარებისთვის.

მატჩამდე 10 დღით ადრე მესი ამცირებს ნახშირწყლების მოხმარებას. იგი დღეში სამჯერ იღებს პროტეინ-კოქტეილს. გარდა ამისა, არგენტინელი დღეში 7-8 ჭიქა წყალს სვამს, რათა გაუწყლოება არ დაემართოს.

მატჩამდე 5 დღით ადრე – ყოველი ჭამის წინ მესი პირველ რიგში ბოსტნეულის სუპს მიირთმევს, რომელშიც დიდი რაოდენობითაა კურკუმი, იმბირი, კორიანდრი და ჩილის ფხვნილი. ყველა ეს პროდუქტი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

მატჩამდე 1 დღით ადრე – არგენტინელი რაციონს უმატებს თევზს, კრევეტებს ან ქათამს მოხარშულ კარტოფილთან ერთად, მწვანე ბოსტნეულს და ხილს. აღნიშნული სახის საკვები მის კუნთებს აღადგენს და ვარჯიშის შემდეგ ფორმის აღდგენაშიც ეხმარება.

მატჩამდე 6 საათით ადრე ფეხბურთელი სრულიად გამორიცხავს ნახშირწყლებს, სამაგიეროდ იღებს დიდი რაოდენობით კვერცხის ცილას.

მატჩამდე 90 წუთით ადრე მესი სეზონურ ხილს იღებს. მანგო, ბანანი და ვაშლი ამ დროს არგენტინელის არჩევანია, რადგან ისინი მცირე რაოდენობით შაქარს შეიცავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები