LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სურსათზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, მოსალოდნელია ხორბლის 40%-იანი გაძვირება

95
227999864_0_121_3193_1926_2072x0_60_0_0_8d16cf0376d17e4eedd76ab48f156cba

სურსათზე მაღალი ფასები 2024 წლის ბოლომდე შენარჩუნდება, რაც რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ეკონომიკური შოკით, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებით, საწარმოო პროცესების დროებით შეჩერებით და მსოფლიოს მასშტაბით ინფლაციის დონის ზრდითაა განპირობებული, – ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ განახლებულ ანგარიშში.

„მიმდინარე მოვლენები ზრდის სტაგფლაციის(ინფლაციის მაღალი ტემპი, რომელსაც თან ერთვის წარმოების სტაგნაცია და უმუშევრობის მაღალი დონე) რისკებს. პოლიტიკოსებმა და კანონმდებლებმა უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა გაზარდონ ადგილობრივი ეკონომიკა და თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელთაც გლობალური ეკონომიკისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკონომიკური ზრდის, ფინანსებისა და ინსტიტუტების საკითხებში, ინდერმიტ გილმა.

მსოფლიო ბანკის ვარაუდით, 2022 წელს მოსალოდნელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების 20%-იანი ზრდა და ხორბლის 40%-იანი გაძვირება, მომდევნო წლებში კი მოსალოდნელია ზრდის ტემპის შენელება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g