LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ი: „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები დასრულდა

146
batumi-moli_w_h

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლმა“ მუშაობა განაახლა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბათუმი მოლში“ ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში“ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g