LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუსტად არის, უკვე ფიზიკურადაც ეტყობა, ენერგიის ნაკლებობას განიცდის: ადვოკატი სააკაშვილზე

47
1

ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ სააკაშვილი არის სუსტად და ენერგიის ნაკლებობას განიცდის.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მას კომუნიკაცია და გადაადგილება შეუძლია, თუმცა, შესამჩნევად უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრების დროს იყო:

“მიხეილ სააკაშვილი არის სუსტად, უკვე ძალიან დიდი ხანია ის შიმშილობს და ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე. ეტყობა უკვე ფიზიკურადაც, ენერგიის ნაკლებობას განიცდის. კომუნიკაცია და გადაადგილება ამ ეტაპზე შეუძლია, თუმცა, შესამჩნევად უფრო სუსტადაა, ვიდრე წინა შეხვედრების დროს. კონსილიუმთან დაკავშირებით ცვლილებები არ არის.

მესამე პრეზიდენტი კვლავინდებურად ითხოვს, რომ შესრულდეს იმ კონსილიუმის რეკომენდაციები და მითითებები, რომელიც უკვე იყო და ასევე, ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის დაშვება.”  – განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში 1 ოქტომბრიდან იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g