LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: „შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება – საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა

99
შოთა და მიშა

ამ „შევარდნამ” გამოიწვია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება – სამედიცინო კრიზი, წნევის მკაფიო ცვალებადობა, რის გამოც გახდა ცუდად და საჭირო გახდა სამედიცინო ჩარევა, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ,,ვივამედის” კლინიკაში გასვლითი სასამართლო სხდომის გადადების შემდეგ განაცხადა.

კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

როგორც შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „მსგავსი შემთხვევების გამეორების დროს დიდი შანსია, რომ ყველანი მესამე პრეზიდენტის მკვლელობის მონაწილეები გავხდეთ”.

„ამ დროს ძალიან მაღალია რისკი, რომ ჯანმრთელობის მოულოდნელი გართულება მოხდეს და დადგეს ფატალური შედეგი. რაც პროკურორმა განაცხადა არის ტყუილი, ეს რომ ტყუილი არ ყოფილიყო, სასამართლო სააკაშვილის გარეშე ჩატარდებოდა.

თუ პროცესის მონაწილე უარს ამბობს ჩვენების მიცემაზე, ეს სასამართლოს შეფერხებას არ იწვევს. რეალურად, პროკურატურა და სასამართლო შეუვარდნენ მესამე პრეზიდენტს, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არის მწოლიარე მდგომარეობაში”, – აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედში” საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც აღნიშნული საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განმარტა, სააკაშვილის პალატაში შესვლის შემდეგ მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მათთან სასაუბრო არაფერი აქვს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები