LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – გია ბურჯანაძე, მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება

264
გია ბურჯანაძე

შეუდარებელი მსახიობი, გია ბურჯანაძე მეხუთე ოპერაციის შემდეგ, სპექტაკლისთვის ემზადება.

2 ნოემბერს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე ერიკ-ემანუელ შმიტის „იდუმალ ვარიაციებს“ გია ბურჯანაძე და ალეკო მახარობლიშვილი ითამაშებენ.

2 ნოემბერი | 20:00 საათი || იდუმალი ვარიაციები || რეჟისორი თემურ ჩხეიძე 📌ინფორმაცია ბილეთების შეძენის თაობაზე: …

Posted by მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre on ორშაბათი, 28 ოქტომბერი, 2024

როგორც „პრაიმტაიმს“ მსახიობმა უთხრა, ეს თემურ ჩხეიძის უკანასკნელი სპექტაკლია, რომლის პრემიერაც 2022 წლის მაისში შედგა. 

მისი თქმით სუსტადაა, გადასხმებს იკეთებს, თუმცა როგორც ინტერვიუში ამბობს ჩანიშნულ სპექტაკლს ითამაშებს.

„ეს წლების მანძილზე გამომუშავებული თვისებაა, რომ სპექტაკლის დღეს კომფორტულად ვიყო. ჩემმა ავადმყოფობამ ზედმეტი პრობლემა შემიქმნა და უკვე არა მხოლოდ შინაგანად, უკვე ფიზიკურადაც ვემზადები, მთელი პროცედურები მესაჭიროება.

ყოველდღე საავადმყოფოში ვარ, გადასხმებს ვიკეთებ, რომ ცოტა მოვძლიერდე.

ძალიან სუსტად ვარ. მეგონა, უფრო იოლად გავივლიდი ოპერაციის შემდგომ პერიოდს, მაგრამ როგორც ჩანს, ეგრე იოლიც არ ყოფილა. დრო უნდა ყველაფერს…

სუსტად ვარ, მაგრამ ჯანზე რომ ვიყო, გადასხმებს ვიკეთებ. ხომ არ მოვახსნევინებ სპექტაკლს?“ – ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g