ამერიკელი მწერალი და ფილოსოფოსი, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ჰენრი დევიდ ტორო, რომლის მემკვიდრეობამ – რომანების, ესეების, ლექსებისა და დღიურების ჩათვლით 20 ტომზე მეტი შეადგინა, საკუთარ ნაშრომებში მეტწილად თანამედროვე საზოგადოების წეს-ჩვეულებებს აკრიტიკებდა, ბუნებრივ საზრდოსა და ხმაურიანი ქალაქიდან შორს, მატერიალურ ფუფუნებას მოკლებულ, უბრალო ცხოვრების სიკეთეზე მსჯელობდა.
fortuna.ge გთავაზობთ ჰენრი დევიდ ტოროს ცნობილ გამონათქვამებს:
*გაზაფხული ნამდვილი აღორძინება და მარადისობის პატარა ნატეხია.
*მუდმივი ეჭვებისთვის იმით ისჯები, რომ ყველგან იმას პოულობ, რასაც ეჭვობდი.
*სხვისთვის ნათქვამი კომპლიმენტი ხშირად საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ნიშნავს.
*ახალი წიგნის კითხვისას ყოველთვის ახალ ერას იწყებ საკუთარ ცხოვრებაში.
*ბედნიერება ყოველთვის მასთან მიდის, ვისაც არასდროს აქვს დრო მის მოსაძებნად.
*არასწორია ბედისგან რაიმეს მოთხოვნა, სანამ ჯერ ცხოვრებისთვის არ გაგიღვიძია.
*საუკეთესო კომპლიმენტია, როცა გეკითხებიან და შენს პასუხს ინტერესით უსმენენ.
*ყველაზე კარგი, რაც მეგობრისთვის შეგიძლია გააკეთო – უბრალოდ იყო კარგი მეგობარი.
*თუ ადამიანი სხვებთან ერთად ფეხაწყობილი მარშირებს, ე.ი. სხვის დაკრულს უსმენს… გამონახე საკუთარ თავში ძალა და იარე საკუთარი მუსიკის ფონზე.
*სიყვარული გულს უნდა გითბობდეს და არა გწვავდეს.
*მარტოობა – საუკეთესო მოსაუბრე და პარტნიორია.
*ბედნიერება ისეთივე კაპრიზული და მოულოდნელობებით სავსეა, როგორც პეპელა. სანამ დაჭერას ცდილობ, ხელიდან გისხლტება, დაივიწყებ და თვითონ გივარდება ხელში.
*სიმშვიდეს თუ შეინარჩუნებ და საღი გონებით გააანალიზებ, ყველა იმედგაცრუებაში მონახავ კომპენსაციას.
*ნივთები, გარემო ჩვენს გარშემო არასდროს იცვლება, იცვლება მხოლოდ ჩვენი აღქმა.
*მთავარი ის კი არაა, რას უყურებ, მთავარია ისაა, რასაც ხედავ.
*სუსტი ადამიანი მტრის იარაღი ხდება და ხშირად საკუთარი თავის წინააღმდეგ.
*თუ სხვას გინდა დაუმტკიცო, რომ არასწორად ცხოვრობს, ჯერ თვითონ იცხოვრე სწორად.
*იყო საქმიანი საკმარისი არაა, საქმე ჭიანჭველასაც აქვს. მთავარია, რას საქმიანობ.
*შეეჩვიე ადრე ადგომას, თავის ფეხების სიმაღლეზე ჭერა, მერეც გეყოფა!
*ყველაზე მდიდრები ყოველთვის ყველაზე იაფფასიანში პოულობენ ბედნიერებას.
*ადამიანების უმრავლესობა ცხოვრებას მდუმარე სასოწარკვეთაში ატარებს.
*სიკეთე – ერთადერთი სამოსელია, რომელიც არასდროს ცვდება.
*თუ დემონსტრატიულად არ გამჩნევენ, ე.ი. სერიოზულად ინტერესდებიან შენით.
*ჩააცვი საფრთხობელას მოდურად, ამოუდექი გვერდით და შეხედე, ვის უფრო მეტ თაყვანს სცემენ მდაბიო ადამიანები.
*სიყვარულის ერთადერთი წამალი უფრო მეტი სიყვარულია.
*ნებისმიერ ბრიყვს შეუძლია კანონის მიღება დანარჩენი ბრიყვებისთვის, რომლებიც უპირობოდ დაემორჩილებიან ნებისმიერ კანონს.
*კანონი ვერასდროს მოუტანს ადამიანებს თავისუფლებას, ადამიანებმა თვითონ უნდა გაათავისუფლონ კანონი.
*ადამიანის ცხოვრებას მისივე თვითშეფასება განსაზღვრავს.