სვანეთში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებული გამოვლინდა.
გამარჯვებული პროექტია Lango, რომლის მიზანია შექმნას სწავლების ახალი ფორმა – პლატფორმა, სადაც ხელოვნური ინტელექტი გაძლევს ცოდნას იმ ადამიანის სახით, ვისაც თავად ირჩევ: შენი კერპი, შთამაგონებელი პიროვნება ან გმირი. ეს ინდივიდუალური და ემოციურად ჩართული მიდგომა სწავლას ხდის გაცილებით საინტერესოს, ეფექტურსა და დასამახსოვრებელს.
რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება-ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას.
