“გირჩის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურა ჯაფარიძემ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში სვანური კუბდარი მოამზადა.
როგორც მან მომზადების წესის მოყოლისას თქვა, კანაფი ამ კერძს განსაკუთრებულ გემოს ანიჭებს.
“ხორცი ღორის და ძროხისაა. ხახვი და ნიორი უნდა წვრილად დაჭრილი. სუნელებიდან: ქინძი, უცხო სუნელი, ძირა და კანაფი, რომელიც იმის გამო, რომ ლეგალური არ არის არ გამოიყენება, თუმცა ტრადიციულად ასე იყო და კარგ არომატს აძლევდა”, – თქვა ჯაფარიძემ.
პოლიტიკოსის რეცეფტიდან საბოლოოდ კანაფი ამოიღეს, თუმცა წამყვანმაც და მისმა კონკურენტმაც გოგი წულაიამ, მომზადებული კუბდარი შეაქეს.