LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვანური მარილი ”ზესხო” ექსპორტზე გასვლას გეგმავს

656

სოციალური საწარმოს  ”ერთად” მიერ წარმოებული სვანური მარილი, შესაძლოა, უახლოეს მომავალში ექსპორტზე გავიდეს. როგორც ”ფორტუნას” საწარმოს დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ალავიძემ განუცხადა, საწარმო სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში გაფართოებას გეგმავს.

”თუ მოვიპოვეთ დაფინანსება და მოვიზიდეთ ინვესტიციები, საწარმოს გადავაიარაღებთ და ის უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვება. ამის შემდგომ კი შესაძლებლობა გვექნება ჩვენი პროდუქცია ექსპორტზე გავიტანოთ”, – აღნიშნა ალავიძემ.

მისივე ინფორმაციით, ”ზესხოს” რეალიზაცია საქართველოს მასშტაბით, რამდენიმე სავაჭრო ქსელში ხორციელდება, ესენია: ნიკორა, გუდვილი, ფუდმარტი და სმარტი. რაც შეეხება მოთხოვნას საზოგადოების მხრიდან, პროდუქციის გაყიდვები  კარგად მიმდინარეობს და საწარმო თავის თავს ინახავს.

”ამ ეტაპზე ვაწარმოებთ სვანური მარილის 2 სახეობას. გვაქვს 100 და 200 გრამიანი შეფუთვები. პროდუქციის ჩასაბარებელი ფასი 100 გრამიანის შემთხვევაში არის 2.20 ლარი, ხოლო 300 გრამიანს 3,30 ლარად ვაბარებთ. უახლოეს პერიოდში კი აქციებს ვგეგმავთ, რომელთა ფარგლებშიც ”ზესხოზე” ფასის დაწევას ვაპირებთ”, – აღნიშნა სოციალური საწარმოს დირექტორმა.

სოციალური საწარმო, რომელშიც ”ზესხო” მზადდება მცხეთის რაიონში მდებარეობს. სვანური მარილი აქ 2012 წლიდან იწარმოება. საწარმოში 5 ადამიანია დასაქმებული, აქედან 3 შშმ პირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები