სვაროვსკის ჭაღები, ორი ლიფტი, 9 გარდერობი, 8 საძინებელი, საუნა, ყინულის ოთახი, აბანო, არომათერაპიის ოთახი, კოსმეტიკური კაბინეტი და სხვა საჭირო, თუ ორიგინალური სივრცეები – ეს იმ ვილის შემადგენელი ნაწილების მცირე აღწერაა, რომელსაც უკრაინელი მილიარდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი ყიდის. ვილა შავი ზღვის პირას, ქობულეთის სანაპიროზე მდებარეობს და ის ჩერნოვეცკმა 2014 წელს აიშენა.
აღსანიშნავია, რომ გასაყიდი ობიექტის შემადგენლობაშია ვერტმფრენის მოედანიც. სახლი აღჭურვილია კლიმატკონტროლითა და ჭკვიანი სახლის სისტემით.
ცნობისთვის, უკრაინელი მილიარდერის ვილის გაყიდვის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში 2-3 დღის წინ გავრცელდა.