LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სვის კაპიტალმა“ ახალი ფინანსური პროდუქტი – ციფრული ავტო სესხი წარადგინა

504
ავტო

„სვის კაპიტალმა“, მიკროსაფინანსო სექტორის ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანიამ, ახალი ფინანსური პროდუქტი – ციფრული ავტო სესხი წარადგინა.

სიახლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელი ონლაინ მოთხოვნის გაფორმებიდან 20 წუთში ავტო სესხის თანხას კომპანიის ფილიალში ვიზიტის გარეშე იღებს. ავტო სესხის მისაღებად საჭირო პროცესები, ავტომანქანის შეფასებისა და სესხის ხელშეკრულების გაფორმების ჩათვლით, სრულად დისტანციურად მიმდინარეობს.

აღნიშნული ფინანსური პროდუქტი კომპანიის ერთგული მომხმარებლისთვის მობილური აპლიკაცია „სკაპის“ გამოყენებითაა ხელმისაწვდომი.

ციფრული ავტო სესხის შექმნით „სვის კაპიტალი“ მიკროსაფინანსო სექტორში პირველი კომპანია გახდა, რომელიც ავტო სესხს სრულად დისტანციურად გასცემს.

სერვისების გაციფრულება „სვის კაპიტალის“ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია ამ მიმართულებით 2019 წლიდან აქტიურად მუშაობს და, ციფრული ტრანსფორმაციის გზით, სამომავლოდ მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მარტივი, კომფორტული და სწრაფი ფინანსური გადაწყვეტების შეთავაზებას გეგმავს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g