LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Swarovski-ის იმპერიის მემკვიდრეს გუნდი ფსკერიდან ამოყავს. თან მშვენიერი ქალია (ფოტოები)

2515390-52206510-2560-1440

ვინ არის ეს ქალი?
დიანა ლანგ-სვაროვსკი, როგორც გვარიდან მარტივი სავარაუდოა, კრისტალის ბიზნესის დამფუძნებლის ოჯახს მიეკუთვნება – ის კომპანიის დამაარსებლის დანიელ სვაროვსკის შვილთაშვილი და ამჟამინდელი თავკაცის გერნო ლანგ-სვაროვსკის შვილია.

როგორ მოხვდა ფეხბურთში?
საფეხბურთო გუნდი „ვატენსი“ ასევე სვაროვსკის ოჯახის დამსახურებაა. 1930 წელს დაარსებულმა კლუბმა ერთი და იგივე გვარის მქონე სამი პრეზიდენტი გამოიცვალა. 2013 წელს მართვის სადავეები დიანასთან გადავიდა.

გამოსდის?
თან მშვენივრად. ბოლო ორი ათწლეულია გუნდი რეგიონალურ ლიგებში წვალობდა. დიანას ხელმძღვანელობით „ვატენსი“ 2016 წელს, 15 წლის შემდეგ, მეორე ლიგაში დაბრუნდა და ცხრილის შუაშია. შესანიშნავი შედეგია პატარა გუნდისთვის. მიმდინარე სეზონში კი „ვატენსი“ საერთოდ პირველზეა და მთავარ ბუნდესლიგაში გადასვლისკენ მიექანება.

კიდევ რას აკეთებს დიანა?
მას აქვს პარფიუმერული წყლისა და სუნამოების სოლიდური წარმოება. როგორც სპორტული არომატების, ასევე რომანტიულების.

 

მას რომ თვალი გააყოლოთ ისიც შეიძლება.








 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები