LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს“ – თამარ გაგოშიძე

193
tamar-gagoshidze-video-news-2019-10-23-12-43-00-082948

ფეისბუქ გვერდი „მშობლები განათლებისთვის“ ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძის ვიდეოს გვთავაზობს, სადაც პროფესორი მშობლების მიერ ხშირად დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს:

„შემჩნეული მაქვს, რომ ქცევის მიმართ ვართ ძალიან ლოიალურები, იმიტომ, რომ მიგვაჩნია, რომ იაპონურ სტილში უნდა გავზარდოთ ბავშვი. ასეთი შეხედულებები დადის ჩვენს საზოგადოებაში, რომ შენიშვნა არ უნდა მივცეთ, რომ ჩარჩო არ უნდა ჰქონდეს. აქ ვართ ძალიან ლოიალურები.​ სწავლაში ვართ ძალიან მკაცრები. იქ არის უნდა: უნდა გააკეთო ეს, უნდა ისწავლო ეს, უნდა ჩამაბარო ეს. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაცვლელი გვაქვს. ჩვენ გვაქვს შესაცვლელი ფოკუსი.​ ქცევაში უფრო ნაკლებად ლოიალურებს მოვინდომებდი მშობლებს. მათ უნდა ჰქონდეთ თავიანთი პირობები, იმიტომ, რომ მათ აქვთ მშობლის პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდაზე. უნდა ჰქონდეთ ჩარჩო ქცევის, რომელშიც ბავშვი შესაბამისად პასუხისმგებლობას აიღებს თავისი ქცევის შედეგებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ უპასუხისმგებლო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიგებთ, ჩვენი ქცევის შედეგზე ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ ჩვენ მაგივრად სხვები აიღებენ პასუხისგმებლობას.

რაც შეეხება სწავლას, ჩვენ უნდა ვიყოთ მხარდამჭერები, რბილი მხარდამჭერები ბავშვის სწავლის. რატომ? ​ბავშვის სწავლა რა პროცესია? განათლების მიღების პროცესი, რომელიც მას რისთვის სჭირდება?! სტატუსის მისაღებად კი არა, განვითარებისთვის. პროცესზე ვართ ორიენტირებული და არა შედეგზე. იმისთვის, რომ განვითარდეს, იმისთვის, რომ შეიმეცნოს ეს სილამაზე, რასაც შემეცნების სილამაზე და სიკეთე ჰქვია. ასე ხომ არ ვფიქრობთ ჩვენ?! შემეცნება ტანჯვა-წამება გვგონია. არადა არის სილამაზე სინამდვილეში, რომ გაიგებ რაღაცებს, ძალიან მაგარია. ამისი უნდა სჯეროდეს თვითონ მშობელს“ – ამბობს გაგოშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g