LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი, რომელიც დადგებოდა ყველაფერზე მაღლა – მამუკა მდინარაძე

104
mdinaraze

„რეზიდენტს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება თავის წარმოდგენა ჰქონდეს, თუ რა შეიძლება განთავსდეს ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ასეთი გახლავთ, რომ იქ უნდა იყოს საპოლიციო ჰაბი,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში გამოსვლისას სწორი აქცენტები და გზავნილები ჰქონდა.

„უახლოეს წარსულში როცა ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენ წარმოდგენაში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადგებოდა ყველაფერზე მაღლა, რომელიც გააკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტს – ეს არის ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის განვითარება და ეროვნულობა. სწორედ ამის შესახებ მოვისმინეთ დღეს პრეზიდენტის მოხსენება და ვფიქრობ, რომ ეს არის მისასალმებელი სტარტი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტი  ქუთაისში, პარლამენტის შენობის საერთაშორისო კონფერენციების ცენტრად გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g