LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობა რუსთავში – დაკავებულია 2 პირი

საპატრულო-ლენტი-შსს-პოლიცია-1

სამართალდამცავებმა რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2 პირი დააკავეს. ორივე მათგანი 18 წლისაა. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“დაკავებულებმა რუსთავში მდებარე ერთ-ერთ პურის საცხობში ფანჯრის დაზიანებით შეაღწიეს და შენობაში მდგარი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.  სამართალდამცველებმა ორივე პირი შემთხვევის ადგილას დააკავეს. დაკითხვისას დ.ი.-მ მიმდინარე წლის სექტემბერში მის მიერ ამავე შენობაში ჩადენილი ქურდობაც აღიარა,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g