როგორც წესი, ხველა ბავშთა ასაკში, პედიატრთან მიმართვიანობის მთავარი მიზეზია. უახლესი კვლევებით დასტურდება, რომ თაფლს მიკრობების შემცირება და ანთებითი პროცესის შეჩერებაც კი შეუძლია. კვლევა 2018 წლით თარიღდება და ის ისრაელში ჩატარდა. ექსპერიმენტში მონაწილეობა 300-მა ბავშვმა მიიღო, რომელთა ასაკი 1-დან 5 წლამდე მერყეობდა. მშობლებს ექსპერიმენტის დაწყებამდე სპეციალური ანკეტები შეავსებინეს. 7 დღიანმა მკურნალობის კურსმა ეფექტი გამოიღო და 90%-ში ხველის ინტენსივობა შემცირდა.
დაახლოებით ასეთივე კვლევა ჩაატარა ამერიკის თაფლის ასოციაციამ. კვლევაში მონაწილეობა 8990-მა ბავშმა მიიღო, რომელთა ასაკი 12 თვიდან 18 წლამდე მერყეობდა. ამ კვლევის ფარგლებში ბავშვებს ირანში, ისრაელში, ბრაზილიასა და კენიაში აკვირდებოდნენ. გამოიკვეთა, რომ თაფლი ხველას ისეთ პრეპარატზე უფრო სწრაფად ხსნიდა, როგორიცაა სალბუტამოლი. ეს უკანასკნელი სასუნთქი გზების გაფართოებას უწყობს ხელს. კვლევამ აჩვენა, რომ სამი დღე თაფლის უწყევტი მიღება, ღამის სპაზმურ ხველას საგრძნობლად აუმჯობესებს. მეტიც თაფლმა აქტიური ქმედების კუთხით ანტიჰისტამინსაც კი აჯობა, რომელიც ხველის შესამსუბუქებლად გამოიყენება. ცხადია თაფლს რიგ შემთხვევებში ჰქონდა უკუჩვენებებიც, მათ შორის უძილობა, აგზნებადობა, დიარეა, გამონაყარი და ა.შ. ჯამში ბავშვს ძილის წინ ერთი ჩაის კოვზი თაფლი, კოფეინის შემცველი სასმელის გარეშე შეიძლება მივცეთ, ის ამცირებს მწვავე ხველის სიხშირეს, ასევე აუმჯობესებს ბავშვებისა და მათი მშობლების ძილს.
თაფლი და თბილი რძე სპაზმური ხველის მოსახსნელად – ეკა უბერი უახლესი რეკომენდაციებით