LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდში ხილის შეტანისთვის ტურისტები ციხეში მოხვდებიან

125
young-women-waiting-at-airport-979916186-5c2d620f46e0fb00015ea0d0

ტაილანდის ხელისუფლებამ ქვეყანაში ხილის შეტანა სასტიკად აკრძალა და ციხით დაემუქრა ყველა მოგზაურს, ვინც ამ წესს არ დაემორჩილება. სიახლის შესახებ ტურისტები სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააფრთხილა, წერს Chiang Rai Times.

იმ უცხოელებს, ვინც ხილ-ბოსტნეულის კანონს დაარღვევს ჯარიმის – 20 ათასი ბატის გადახდა ან ერთი წლის ციხეში გატარება მოუწევთ.

მინისტრის თქმით, ტურისტული სეზონის პიკში ბევრ დამსვენებელს მოაქვს თან ხილი თუ კენკრა და შესაბამისი სერტიფიკატიც არ აქვს.

„ჩვენ გვსურს ყველა გავაფრთხილოთ, რომ ასეთი ქცევა კანონის დარღვევაა, მაშინაც კი, როცა ეს წინასწარ განზრახვით არ ხდება“, – დააზუსტა ჩინოვნიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები