ინგა გრიგოლიას „რეაქციას“ ივენთმენეჯერი თაკო დოლაბერიძე სტუმრობდა, რომელმაც ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საკუთარი თვალსაზრისი გამოთქვა და აღნიშნა:
თაკო დოლაბერიძე:
„ამდენი ხანია, ამას ვუყურებთ, ვამბობთ, რა როგორ უნდა გაკეთდეს, მერე დაიწყება პოლიტიკური დაპირისპირებები და გადის დრო. დაეწიათ პანდემია და პანდემია არის ყველაფერზე პასუხი. მე არავის მოვლა და მამობა არ მჭირდება, რომ ფული ჩამიჯიბოს… ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც მხოლოდ ის გესმის, როგორ ხოცავენ შიგნით ერთმანეთს, ვინ ვისი კლანია და ვინ ვისთან მეგობრობს. ამის კლანი კარგადაა, იმის კლანი ცუდად. გავხდი ნახევარი საუკუნის და ამის ყურებაში გავიდა ნახევარი ცხოვრება…“