LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო გაჩეჩილაძემ დაბადების დღე ვიწრო წრეში მეუღლესთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად აღნიშნა

1578
takogachechiladze2020

თაკო გაჩეჩილაძე 18 მარტს იუბილარი გახლდათ. მომღერალს 28 წელი შეუსრულდა. ის ამ თარიღს თბილისში, მეუღლესთან, პროდიუსერ ბორის მილანოვთან, შვილთან და მეგობრებთან ერთად შეხვდა. დაბადების დღე ერთ-ერთ რესტორანში აღინიშნა. თაკომ მხოლოდ ძალიან ახლობელი ადამიანები მიიწვია, რომელთა შორის იყვნენ ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე და პიანისტი, ნიკა ნიკვაშვილი, მომღერლის სხვა რამდენიმე მეგობართან ერთად.

თაკომ დაბადების დღეზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის !!!

მოსვლისთვის და დაფასებისთვის! მიყვარხართ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები